logo
ENG



პესკოვის თქმით, მინსკის შეთანხმება დღის წესრიგში აღარ დგას

22 თებ 202216:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/22/avt6xpzgd6n5ygf.jpg

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ნორმანდიული ოთხეულის ფარგლებში ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების საკითხი პრიორიტეტული ხდება, ხოლო მინსკის შეთანხმების აღსრულება დღის წესრიგში აღარ დგას.

როგორც პესკოვმა თქვა, ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვა დღის წესრიგის კონკრეტულ წინადადებებზე იქნება დამოკიდებული.

"დიახ, ეს ნამდვილად ასეა", - უპასუხა პესკოვმა კითხვას იმის შესახებ, მინსკის შეთანხმების თემა დღის წესრიგში აღარ დგას.

ამასთან, კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ რუსეთი ღიაა დიპლომატიური ურთიერთობებისთვის და დაინტერესებულია ამაში.

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

რუსეთის პასუხა გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.  

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებენ. 

 
 
 

close დახურვა