logo
ENG



პესკოვის თქმით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის მონაწილეობაზე საუბარი ნაადრევია

28 თებ 202310:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/28/c7a9q5cvdcjxyke.jpg

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის მონაწილეობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამის შესახებ პესკოვმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

"ჯერჯერობით არ არსებობს არც წინასაარჩევნო და არც ელექტორალური განწყობები - პუტინს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი.ახლა ამის დრო ნამდვილად არ აქვს. მისგან არავითარი განცხადება არ გაგვიგია, სადაც კანდიდატურის წარდგენა-არწარდგენაზე ისაუბრებდა. ანუ ჯერ ცოტა ნაადრევია. უბრალოდ მოთმინება უნდა მოიკრიბოთ", - თქვა კრემლის სპიკერმა.

პესკოვის თქმით, ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილია, რომ არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.

2012 წელს პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს კვლავ იყარა კენჭი და მეორე ვადით დარჩა თანამდებობაზე. მისი პრეზიდენტობის ვადა 2024 წელს იწურებოდა. 2020 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, ვლადიმირ პუტინმა წინა საპრეზიდენტო ვადა "გაინულა", რის შემდეგაც მომავალ ორ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცა. ეს კი ნიშნავს, რომ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი შეიძლება 2036 წლამდე იყოს.


close დახურვა