logo
ENG



პესკოვი: პუტინმა იცის, საით მიჰყავს ჩვენი ქვეყანა

17 მაი 202215:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/17/mu9p0p4jgublbzc.jpg

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა "იცის, საით მიჰყავს ქვეყანა". ამის შესახებ მან ერთ-ერთ ფორუმზე განაცხადა.

"დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ. ჩვენმა პრეზიდენტმა იცის, საით მიჰყავს ჩვენი ქვეყანა", - თქვა მან უკრაინაში ომზე საუბრისას.

პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთი ეკონომიკურ, ინფორმაციულ და დიპლომატიურ ომს აწარმოებს და ის ამბობს, რომ რუსეთის იზოლირება შეუძლებელია.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ასობით ბრენდმა და კომპანიამ ქვეყანა დატოვა. რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, კრემლის რეჟიმის მხარდამჭერებს, რუსულ ელიტას სანქციები დაუწესეს. სანქციებია დაწესებული რუსულ საფინანსო და ეკონომიკურ სფეროებზე.


close დახურვა