logo
ENG



პესკოვი: რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში დელეგაცია გაგზავნოს

25 თებ 202217:30
3 წუთის საკითხავი
 
პესკოვი: რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში დელეგაცია გაგზავნოს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა მინსკში უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის დელეგაცია გაგზავნოს.

„როგორც იცით, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ნეიტრალური სტატუსისამდი მზადყოფნა გამოაცხადა. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანი ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დახმარება იყო, მათ შორის უკრაინის დემილიტარიზაციითა და დენაციფიკაციით. ეს, სინამდვილეში, ნეიტრალიტეტის მთავარი კომპონენტია.

ამ კონტექსტში, ზელენსკის შეთავაზებაზე პასუხად, ვლადიმერ პუტინი მზადაა, გაგზავნოს რუსული დელეგაცია მინსკში თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლობის დონეზე უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებებისთვის“ - განაცხადა პესკოვმა

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომ კიევი მზადაა ნეიტრალური სტატუსის შესახებ მოლაპარაკებებისთვის იმ პირობით, თუ რუსეთი მათ უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს.

თავად ვოლოდიმირ ზელენსკის ეს არ უთქვამს, თუმცა პრეზიდენტმა პირდაპირ მიმართა ვლადიმერ პუტინს, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა ადამიანების სიკვდილი შეწყდეს.


close დახურვა