logo
ENG



პიკასოს ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

08 მარ 202014:23
3 წუთის საკითხავი
 
pdd1rvry0zr8x45.jpg

თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია. სამართალდამცველებმა პირი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააპატიმრეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პიკასოს ქუჩაზე მცხოვრები პირი საკუთარ სახლში მოკლა - ჯერ ცივი იარაღით გაუსწორდა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა