logo
ENG



პირბადეების დეფიციტი აფთიაქებში - კორონავირუსის გამო, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა

27 თებ 202012:09
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, მოსახლეობაში პანიკაა. მოთხოვნა გაიზარდა მაღაზიებში სასურსათო პროდუქტზე, ასევე აფთიაქებში, სადაც მოქალაქეებს პირბადის შეძენა სურთ.

აფთიაქებში აცხადებენ, რომ პირბადეების მარაგს როგორც წესი დღის მეორე ნახევარში ავსებენ, თუმცა ის მალევე იყიდება. ზოგიერთ აფთიაქში ვერ აკონკრეტებენ, მიიღებენ თუ არა დღეს ახალ მარაგს. ასევე, გართულებულია ჰიგიენური ხელსაბანი საშუალებების შეძენაც.

აღსანიშნავია, რომ პირბადეები, რომლის საბაზრო ფასიც 25-35 თეთრია, ამ დროისთვის 90 თეთრად, ზოგან კი, 1 ლარად იყიდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოდიოდა, რა დროსაც ის საზღვრიდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

 

 


close დახურვა