logo
ENG



პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება

05 ივნ 202007:46
3 წუთის საკითხავი
clock 575

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის.

დახურულ სივრცეში პირბადის არ ქონის გამო ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 500 ლარით. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებთან ერთად პირბადის ტარების ვალდებულება მძღოლსაც ეკისრება. რეგულაციები შეეხებათ ტაქსის მძღოლებსაც. ჯარიმა ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევებშიც 50 ლარის ოდენობის იქნება.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან. 


close დახურვა