„ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში 157 კომპანიას მილიარდი ლარის ჯარიმები ჩამოაწერეს. ქსელებისათვის გაუმართავობის, ელექტროენერგიის პერიოდული შეწყვეტის, ბიუჯეტის წინაშე დაგროვილ დავალიანებებისა და შეუსრულებელი ვალდებულებებისათვის დაჯარიმებულ კომპანიებს დაუწესეს დათქმაც, რომ ხელახლა აღარ დაარღვიონ ვადები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოწერილი ჯარიმები ისევ აღუდგებათ.
„ორიოდე თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება ენერგეტიკული პროექტებისთვის ჯარიმებისა და საურავების პირობით ჩამოწერის შესახებ. ეს პროცესი უკვე დასრულდა. ჯამში, 157 კომპანიას პირობითად ეპატია 1 მილიარდი ლარის ოდენობის ჯარიმა. კომპანიების ნაწილმა შეთავაზებით სარგებლობაზე უარი თქვა, რის გამოც 535 მეგავატის სიმძლავრის პროექტები შეწყდება, თუმცა გაგრძელდება 1500 მეგავატის პროექტების განხორციელება. ბუნებრივია, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკის განვითარებას ახალ იმპულსს მისცემს", - განაცხადა „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.
"ოცნების" მთავრობა გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ჩამოწერილი ჯარიმები ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიებს რესურსების აღდგენის შესაძლებლობას მისცემს.
