logo
ENG



პირდაპირ გვითხრეს, რომ გამოიყენებენ ძალას, მოვიდნენ და დაშალონ - გიგა მაქარაშვილი

18 ნოე 201914:34
3 წუთის საკითხავი
 
u5fqvhr17b66u7h.png

 

პარლამანტის წინ მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ შსს-ს განცხადების მიუხედავად, მათი გეგემები არ იცვლება და ადგილზე რჩებიან. მაქარაშვილი თვლის, რომ განცხადებაში პირდაპირ იყო ნათქვამი რომ დაარბევენ. მან საზოგადოებას, სამსახურების მერე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გეგმებში არაფერი არ იცვლება, ვართ მობილიზებული ყევლა შესასვლელთან. თუ მოვლენ და ისევ თვალებში დაგვიმიზნებენ, ამის გამო გაქცევას არ ვაპირებთ. თუ გადაგდებისთვის ისევ ჩვენ უნდა დაგვარბიონ, ნახავენ საღამოს რამდენი ადამიანი მოვა. პირდაპირ გვითხრეს, რომ გამოიყენებენ ძალას. მოვიდნენ და დაშალონ. ჩვენ გვაქვს უფლება მოვთხოვოთ პასუხი იმათ, ვისაც ჩვენ ვუხდით ხელფასს. ვრჩებით ყველა ადგილზე, გეგმები არ იცვლება. სამსახურის მერე ყველას გელოდებით ადგილზე. ახლა გვაქვს ისტორიული მომენტი და ამის გამოუყენებლობა არ შეიძლება.  თუ ახლა ვერ შევძელით დაცვა ამ მონაპოვარის, რაც ჩვენ აქციებს მოჰყვა, მერე ძალიან გაგვიჭირდება“, - განაცხადა მაქარაშვილმა.

 


close დახურვა