logo
ENG



პირველად უკრაინის სამხედროებმა „დედა დრონი“ გაანადგურეს

22 აგვ 202521:47
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/22/b8r3f5ummr2j4qh.jpeg

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის დანაყოფმა რუსული Orlan-ის ტიპის უპილოტო აპარატი ჩამოაგდო, რომელსაც ფრთებზე ორი FPV დრონი ჰქონდა დამაგრებული.

118-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინის სამხედროებმა „დედა დრონი“ გაანადგურეს – უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სხვა დრონებს ატარებს.

„მანამდე მდევართა ოცეულის მფრინავებს უკვე ჩამოგდებული ჰქონდათ რუსული სადაზვერვო აპარატები – Orlan, Zala და Supercam, თუმცა ახლა შევძელით დედა დრონის განადგურება,“ – ნათქვამია ბრიგადის განცხადებაში. 


close დახურვა