logo
ENG



პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს მაგნიტსკის სანქციები - ტუსკი ბელარუსის მოვლენებზე

13 აგვ 202020:49
3 წუთის საკითხავი
 
7yvaz4wh8ceb01f.jpg

ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე დონალდ ტუსკი Twitter-ზე ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გადადგმული პირველი ნაბიჯები, შესაძლოა, ე.წ. მაგნიტსკის სანქციების დაწესება იყოს.

ტუსკის თქმით, ახლა ლოდინის დრო არ არის.

"ევროპელი ქრისტიან-დემოკრატები, ჩვენი პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების ჩათვლით, ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ, მკაცრი რეაგირების მხრივ, ერთიანი უნდა ვიყოთ. პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს მაგნიტსკის სანქციები. ზედმეტად დიდხანს ლოდინი დაგვიჯდება ძვირად, მორალურადაც და პოლიტიკურადაც", - წერს ტუსკი.

ორი გარდაცვლილი და 6 700 დაპატიმრებული- ბელარუსში სახალხო პროტესტის მეხუთე დღეა. მინსკის ქუჩებში  სოლიდარობის აქციები იმართება. ხელისუფლების მიმართ კრიტიკოსთა რიცხვი კი მატულობს. პოსტებს ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციის თანამშრომლები, სახელმწიფო არხების წამყვანები და ჟურნალისტები ტოვებენ.

მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალის გამოყენების პროტესტის ნიშნად კი სპეცრაზმელები და მილიციელები უნიფორმებს წვავენ. ბელარუსი საერთაშორისო გაერთიანების მორიგი სანქციების მოლოდინშია. 

 

 

 


close დახურვა