logo
ENG



პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით 9 დღის ახალშობილი შეიყვანეს

25 მარ 202011:50
3 წუთის საკითხავი
 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან ვირუსის სიმპტომებით 9 დღის ახალშობილი შეიყვანეს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა,

მისი თქმით, ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია.

"გუშინ გადმოყვანილი იქნა მარნეულიდან 9 დღის ახალშობილი, რომელიც მოთავსებულია როგორც საეჭვო შემთხვევა სუნთქვის მწვავე უკმარისობით და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია იგზავნება ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 73 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 252. ვირუსისგან სრულად განიკურნა 10 პაციენტი.


close დახურვა