logo
ENG



პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდასტურდა

23 მარ 202012:02
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსი დაუდასტურდა პლასიდო დომინგოს.  ოპერის 79 წლის მომღერალმა ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაადასტურა. მისი თქმით, ტესტი სიცხისა და ხველების გამო გაიკეთა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.  ახლა კი მისი მთელი ოჯახი იზოლაციაშია.

დაავადება დაუდასტურდა ჰარვი ვაინშტაინსაც. პროდიუსერი გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისთვის 23 წლიან სასჯელს ვაშინგტონის ერთ-ერთ  ციხეში იხდის. ახლა ის განცალკევებულ საკანში, კარანტინში გადაიყვანეს. დაავადებას სახლში მკურნალობს დები მაზარი.ტელე-შოუების ვარსკვლავს დაავადების მსუბუქი ფორმა გამოუვლინდა. 


close დახურვა