logo
ENG



პლასტმასის ჭურჭელში ჩასხმული წყალი - მოძრაობა შეცვალე კომოს ტბაზე დასვენებას აპროტესტებს

23 ნოე 201912:20
3 წუთის საკითხავი
 
8dgeh7jxglfozsv.jpeg

მორიგი აქცია პარლამენტთან. მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები არჩილ თალაკვაძეს და „ქართული ოცნების“ დეპუტატების ფეშენებელურ კურორტზე დასვენებას აპროტესტებენ და საკანონმდებლო ორგანოსთან პერფორმანსის გამართვას გეგმავენ.

პარლამენტის შესასვლელთან უკვე მისულები არიან მოძრაობის აქტივისტები, რომლებმაც პლასტმასის ჭურჭელი მოიტანეს და მასში წყალი ჩაასხეს. ამ ფორმით ისინი კომოს ტბაზე დეპუტატების ვიზიტს აპროტესტებენ. აქტივისტები აცხადებენ, რომ იმ დროს როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, დეპუტატების ვიზიტი ფეშენებელურ კურორტზე დაუშვებელია.  

„ჩვენ ვაპროტესტებთ არჩილ თალაკვაძის ვიზიტს კომოს ტბაზე. მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ქვეყანაში დგას მომენტი, რომ ახალგაზრდები აპროტესტებენ და არის დაძაბული მომენტი, ის ხალხის ფულით მიდის და ისვენებს იქ, სადაც არიან მილიონერები და თითქოს არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაში. არაფრად არ აგდებს ჩვენს პროტესტს და ამის გამო მოვაწყვეთ აქცია-პერფორმანსი ასეთი სახით“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი გამგებელმა.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები მოითხოვენ, რომ დეპუტატებმა გაასაჯაროონ ხარჯები, თუ რა თანხებით იყვნენ წასულები ფეშენებელურ კურორტზე. ისინი ასევე აპროტესტებენ არჩილ თალაკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ კუნძულზე არ ყოფილა. 


close დახურვა