logo
ENG



პლეი-ოფის საგზურისთვის პორტლენდი და მემფისი იბრძოლებენ

14 აგვ 202011:48
3 წუთის საკითხავი
clock 422
fhrcnwa8ba7vwr3.jpg

პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ბრუკლინ ნეტსს ერთი ქულის სხვაობით მოუგო და დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილი დაიკავა.

შედეგად, ბლეიზერსმა კონფერენციის პლეი-ოფში თამაშის უფლების მოსაპოვებლად, დუელი მეათეადგილოსან მემფის გრიზლისს უნდა მოუგოს. პირველი მატჩი 15 აგვისტოს შედგება. პორტლენდის რიგებში საუკეთესო იყო დემიან ლილარდი, რომელმაც  42 ქულა, 12 გადაცემა და 3 მოხსნა მიითვალა.


close დახურვა