logo
ENG



პლენარული სხდომის დროს ქართული ოცნების დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები დააყარეს

14 ივნ 202313:01
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ერთ-ერთმა დამსწრე მოქალაქემ ქართული ოცნების დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები გადააყარა და ბანერი გაშალა.

"არა რუსულ რეჟიმს", - ყვიროდა ქალი.

რუსული კუპიურები დაიყარა იმ რიგებში, სადაც ქართული ოცნების ლიდერები ისხდნენ.

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქე დარბაზიდან გაიყვანეს. 


close დახურვა