logo
ENG



პოდოლიაკის თქმით, რუსეთში "პუტინის ავტორიტარიზმის" დემონტაჟის გეგმა ხორციელდება

16 ოქტ 202215:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/16/4gxl7btmrnqryic.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთში "პუტინის ავტორიტარიზმის" დემონტაჟის გეგმა ხორციელდება.

"პუტინის ავტორიტარიზმის" დემონტაჟის გეგმა ხორციელდება:

-         ქალაქების ქუჩების ტოტალური მობილიზება

-         მოსკოვში ბომბის თავშესაფრების სწრაფი მომზადება

-         ბელგოროდში მობილიზებული არბალეტები

-         გენერლების დაკავება და კონფლიქტი უშუალო გარემოში

გენიალური სამდღიანი "სტრატეგიაა", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

გუშინ, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ რუსი სამხედროები ხერსონისთვის ბოლომდე იბრძოლებენ, რათა პუტინმა "სახის შენარჩუნება" შეძლოს. მისი თქმით, რუსი ჯარისკაცები ამ დროს ნაძარცვის გაყოფით და წართმევით არიან დაკავებული. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ როდესაც ძარცვა სისტემის ნაწილი ხდება, დისციპლინისთვისა და მებრძოლის სულისთვის ადგილი არ რჩება.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა