პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ მინსკში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსელ კოლეგას ალექსანდრ ლუკაშენკოს უკრაინაზე სახმელეთო შეჭრისკენ უბიძგებს.
როგორც პოდოლიაკმა განაცხადა, დღეს პუტინის სტატუსი ძველისგან ძალიან შეცვლილია, ახლა "ის არის ადამიანი, რომელმაც უნდა კარდაკარ იაროს და ითხოვოს".
"პუტინი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ვინმეს უკარნახოს პირობები. დიახ, მას ჯერ კიდევ იმედი აქვს რომ ომს საკუთარი პირობებით დაასრულებს... ადამიანი, რომელიც სუსტია ინტელექტუალური შესაძლებლობების თვალსაზრისით, არ აქვს შეხება რეალობასთან", - თქვა პოდოლიაკმა.
მისი აზრით, პუტინს სურს, რომ ბელარუსი "პოლიტიკური თვალსაზრისით როგორც სახელმწიფო დაიღუპოს".
პოდოლიაკის თქმით, თუ ლუკაშენკო უშუალო მონაწილეობას მიიღებს ომში, ის ამით "თვითმკვლელობის განაჩენს მოაწერს ხელს".