logo
ENG



პოდოლიაკი: მოლაპარაკებებზე რუსეთი აღარ აყენებს ულტიმატუმებს

13 მარ 202217:42
3 წუთის საკითხავი
 
პოდოლიაკი: მოლაპარაკებებზე რუსეთი აღარ აყენებს ულტიმატუმებს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ  მოლაპარაკებებში რუსეთის მხარე ულტიმატუმებს აღარ აყენებს და უსმენს უკრაინის პოზიციას.

"მეტი სიცხადისთვის. მოლაპარაკებებზე რუსეთის ფედერაცია აღარ აყენებს ულტიმატუმებს, არამედ ყურადღებით უსმენს ჩვენს შეთავაზებებს. უკრაინა არ დათმობს არცერთ პოზიციას. ჩვენი მოთხოვნებია - ომის დამთავრება და რუსი სამხედროების გაყვანა. მე ვხედავ გაგებასა და დიალოგს", - ტვიტერზე წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი. 

მანამდე პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი უკრაინასა და რუსეთს შორის ჩატარდება მას შემდეგ, რაც შემუშავდება ე.წ იურიდიული ფორმატი.  

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები თარიღი დაზუსტებული არ არის, "უბრალო შეხვედრების საჭიროებას კი უკრაინული მხარე ვერ ხედავს".   


close დახურვა