უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა რუსეთზე თავდასხმას არ აპირებს. მისი თქმით, უკრაინა მტერს მის მიწაზე გაანადგურებს.
"უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსული საოკუპაციო ინფრასტრუქტურა მის ტერიტორიაზე გაანადგუროს. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი [საბრძოლო] ინსტრუმენტები, უფრო მეტი გვსურს და გვინდა, ჩვენს პარტნიორებს ვუთხრათ, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავდასხმის აზრს ვერ ვხედავთ", - თქვა პოდოლიაკმა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ამბობს, რომ რუსეთი აუცილებლად წააგებს ომს უკრაინაში. მისი თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა "მიმდინარე პროცესებზე კონტროლს კარგავს".
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.