უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ახლა ვიდეოფორმატში უწყვეტად გრძელდება.
მისი თქმით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფიც.
„რუსეთის ფედერაციის დელეგაციასთან მოლაპარაკებები ვიდეოფორმატში უწყვეტად მიმდინარეობს. სპეციალური სამუშაო ქვეჯგუფები შეიქმნა. უკრაინის პოზიციები წინა დირექტივების შესაბამისად განისაზღვრება“, - ტვიტერზე წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.
Negotiations with the RF delegation are now ongoing in a continuous video format. Special working subgroups have been created. Ukraine's positions are determined by the previous directives. @AndriyYermak pic.twitter.com/FugNqjUxGV
შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა, მეორე რაუნდი კი 3 მარტს.
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 7 მარტს გაიმართა და 3 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, ამ შეხვედრის შემდეგ არსებობდა გარკვეული პოზიტიური წინსვლები ჰუმანიტარული კორიდორის ლოჯისტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით.