უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს „ენერგეტიკული გენოციდის“ ჩადენას.
"მოდით, ვიყოთ გულწრფელები: რუსეთის ფედერაცია ცდილობს "ენერგეტიკული გენოციდის" ჩადენას, მაგრამ კიევი და უკრაინა ფეხზე იდგება. მარტივი დაცვის გეგმა: საჰაერო თავდაცვა, ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა, მოხმარების ოპტიმიზაცია.
სახელმწიფო ეფექტურად უმკლავდება ამ გამოწვევებს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა გამოსავალი ვიპოვოთ," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.