უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი უკვე მზადაა ყირიმიდან გასაქცევად.
"როდესაც რუსეთზე ვსაუბრობთ, ეს არის ხროვა, რომელიც თავს ესხმის დიდი რაოდენობით. თუ მარტო ხარ, შეიძლება წააგო. მაგრამ ჩვენ მარტო არ ვართ. ხროვა ძალიან სწრაფად ხვდება, რომ მოვიდა მონადირე, რომელსაც შეუძლია ეფექტურად გაათხელოს ეს ხროვა. ამიტომ, ისინი ძალიან ეფექტურად გაიქცევიან ყირიმიდან", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
პოდოლიაკი ამბობს, რომ ყირიმის გათავისუფლება დროის საკითხია. მისი თქმით, აუცილებელია, უკრაინელებმა ამ ომში ბოლომდე იბრძოლონ.
"რუსეთი უკვე მზადაა გასაქცევად. უბრალოდ, ჯერ არ გამოსულან ტოტალური ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მდგომარეობიდან. მერე გამოვლენ, მიმოიხედავენ და მიხვდებიან: ან გაიქცევი, ან მოკვდები", - განაცხადა პოდოლიაკმა.