უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს მთავრობის ხილვა საინტერესო იქნება.
გადაცემა სანაიას ეთერში ინტერვიუს დროს, მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზე, როგორც პრორუს ოლიგარქზე. მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ეს მისი პირადი პოზიციაა და უკრაინის პრეზიდენტის მოსაზრებებს არ აჟღერებს.
"მსოფლიო გამჭვირვალეა. მინდა, საქართველოში ესმოდეთ, რომ შეიძლება რაღაცაზე გაბრაზე, რაღაცაზე უკმაყოფილება გამოთქვა, მაგრამ არსებობს აშკარა საკითხები. არსებობს ივანიშვილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ახლოს იყო რუსული ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენელთან. ეს მისი უფლებაა, ამას ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ მსოფლიო ძალიან გამჭვირვალეა. [...] მსოფლიო ნებისმიერ შემთხვევაში მივა დასკვნამდე, რომ პრორუსი ოლიგარქები არ უნდა დომინირებდნენ, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს არის ელემენტი, რომელიც კორუფციულ აურას ქმნის. დეოლიგარქიზაციას გარდაუვალია. განსაკუთრებით რაც შეეხება რუსს ან პრორუსს, როდესაც საქართველოზეა საუბარი, მაგრამ ეს ყველაფერი მთავრობის გადასაწყვეტია. თქვენი მთავრობა შეიძლება ბრაზდებოდეს ან არ ბრაზდებოდეს, მაგრამ არსებობს ობიექტური რეალობა. ჩემთვის საინტერესო იქნება, შევხედო საქართველოს მთავრობას, როდესაც რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. როგორ გაამართლებენ ისინი საკუთარ განცხადებებს ან სიჩუმეს. სიჩუმეც ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკის თქმით, ქართველი ხალხი დემოკრატიის მომხრეა, მაგრამ საქართველოს მთავრობა ახლა მძიმე მდგომარეობაშია:
"რაც შეეხება მთავრობას, ეს შიდა საქმეა. მაგრამ მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობას მძიმე სიტუაციაშია იმ ფასეულობით პარამეტრების შერჩევის თვალსაზრისით, რომელიც მათთვის მისაღებია. ანუ იმ სითბოს გათვალისწინებით., რომელიც არსებობს გარკვეული მსხვილი ბიზნესმენების მიმართ, რომლებსაც გააჩნიათ ერთობლივი ბიზნესი რუსეთის ფედერაციასთან".