logo
ENG



პოდოლიაკი: უკრაინა არასოდეს დაუჩოქებს რუსეთს

04 ნოე 202214:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/04/wap0c8upozm9xwf.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა არასოდეს დაუჩოქებს რუსეთს.

"მორიგი "დიპლომატიური მოგვარების" გეგმის თითოეული ავტორი, რომელიც უკრაინას ქვეყნის ნაწილის დათმობას სთავაზობს, ავიწყდება ის დეტალი, რაც ამას შეუძლებელს ხდის. ეს დეტალი უკრაინელი ხალხის ნებაა. ნუ დაკარგავთ დროს ფანტაზიებზე. უკრაინა არასოდეს დაუჩოქებს რუსეთს," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

4 ოქტომბერს, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ზელენსკიმ 30 სექტემბრის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა