logo
ENG



პოდოლიაკი: უკრაინა რუსეთის ტერიტორიების ოკუპაციით დაინტერესებული არაა

15 აგვ 202416:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/15/k51pzerykbl342q.jpeg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიების ოკუპაციით დაინტერესებულნი არ არიან. მისივე თქმით, კურსკის ოლქში უკრაინა უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ამოცანებს ასრულებს. 

"ის დაინტერესებულია რუსეთის მრავალი სამხედრო ობიექტის ფაქტობრივი განადგურებით, ფრონტის ხაზიდან რუსული ჯარების ნარჩენების გაყვანით, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე საარტილერიო და ბალისტიკური რაკეტების დარტყმებს უზრუნველყოფენ, უკრაინის საზღვრის გარშემო უსაფრთხოების პერიმეტრის შექმნით, სამხედრო ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის (მათ შორის შენახვის ბაზების, სასწავლო ცენტრების, ტექნიკის მობილიზების ადგილების) განადგურებით", - დაწერა პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ Х-ზე. 

პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინა და რუსეთი  "განსხვავებულ ომს აწარმოებენ", რომელთაც ზუსტი იურიდიული განსაზღვრება აქვთ. 

"თუ რუსეთმა განზრახ შეუტია უკრაინას  მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლისა და მისი ტერიტორიების ოკუპაციის მიზნით, რაც უპირობოდ ომის დანაშაულია, უკრაინა მხოლოდ თავდაცვით ომს აწარმოებს, მათ შორის აგრესორის ტერიტორიაზე, რათა საკუთარი მოსახლეობის დაცვა უზრუნველყოს, რაც მისი უფლებაა", - დაამატა მან. 


close დახურვა