logo
ENG



პოდოლიაკი: უკრაინის გამარჯვება ევროპას რუსეთის ფედერაციის შანტაჟისგან გაათავისუფლებს

19 სექ 202214:29
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის გამარჯვება ევროპას რუსეთის ფედერაციის შანტაჟისგან გაათავისუფლებს.

"უნდა გვესმოდეს: რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ევროპელები ამას თავიანთ გადასახადებში ხედავენ. უკრაინის გამარჯვება ევროპას რუსეთის ფედერაციის შანტაჟისგან გაათავისუფლებს და ბოლოს მოუღებს მაღალ ტარიფებს," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

ამასთან, პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები ყველაზე მცირე ინვესტიციაა ევროპული ოჯახების კეთილდღეობისთვის.


close დახურვა