logo
ENG



პოდოლიაკი: ქურდობა, ძარცვა - ეს არის თანამედროვე "რუსული კულტურის" ნამდვილი შინაარსი

19 ნოე 202221:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/19/vnauzk91wq1hno5.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ქურდობა და ძარცვა არის თანამედროვე "რუსული კულტურის" ნამდვილი შინაარსი.

"გინდათ ვისაუბროთ კულტურაზე? რუსეთი მთლიანად ძარცვავს უკრაინული კულტურის ნებისმიერ ცენტრს, ართმევს ყველაფერს ჩვენს მუზეუმებს. ხერსონის მუზეუმები მთლიანად გაძარცვეს. ქურდობა, ძარცვა, სხვისი კულტურული მემკვიდრეობის განადგურება - ეს არის თანამედროვე "რუსული კულტურის" ნამდვილი შინაარსი...", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

დღეს პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსებს არ დაუჩოქებს. მისი თქმით, ეს არის არა პოლიტიკის, არამედ უკრაინელი ხალხის არსებობის საკითხი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა