logo
ENG



პოდოლიაკი: ჩვენთვის რუსეთის ფედერაცია არის აბსოლუტურად დამცირებული სუბიექტი

04 ოქტ 202216:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/04/v4cnxa5c5yq2k58.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინელი ხალხისთვის რუსეთის ფედერაცია არის აბსოლუტურად დამცირებული სუბიექტი.

"უკრაინის ტერიტორიები დროებით ოკუპირებულია. ეს პრინციპში მშვიდად უნდა მივიღოთ, რადგან ომი ომია. ჩვენ დაგვჭირდება ამ ტერიტორიების გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რას გვეტყვის რუსეთის ფედერაცია.

ჩვენთვის რუსეთის ფედერაცია არის აბსოლუტურად დამცირებული სუბიექტი, რომელსაც სამწუხაროდ, ბევრი რესურსი აქვს. მიუხედავად ამისა, სავსებით შესაძლებელია მათთან გამკლავება იმ ბოროტების დასჯის თვალსაზრისით, რაც მათ ამ სამყაროში მოიტანეს," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

1 ოქტომბერს, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა და განაცხადა, რომ მისმა სამხედროებმა ლიმანი დატოვეს.

3 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარმა ხერსონის ოლქში 2 დასახლება, არხანგელსკოე და მიროლუბოვკა გაათავისუფლა. მოგვიანებით ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იაროსლავ იანუშინმა განაცხადა, რომ ორივე ქალაქი რუსი სამხედროებისგან უკვე გათავისუფლებულია.

ხერსონის ნაწილში მარცხი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ აღიარა. უწყებაში ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის გარღვევა შეძლეს, თუმცა ირწმუნებიან, რომ რუსმა სამხედროებმა მანამდე მომზადებულ ტერიტორიებზე განლაგება მოასწრეს და კონკრეტული მიმართულებებით უკრაინელების იერიშის მოგერიება შეძლეს.


close დახურვა