logo
ENG



პოდოლიაკი ხერსონზე: ოკუპანტებმა შეიძლება მარსთან, თუნდაც იუპიტერთან გაერთიანება მოინდომონ

11 მაი 202216:01
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინული არმია ხერსონს გაათავისუფლებს. ხერსონში მოსკოვის მიერ დასმული მმართველობა რუსეთთან გაერთიანებაზე საუბრობს.

"ერთადერთი მიმართვა, რომლის მომზადებაც ხერსონის ოლქის "გაულეიტერებს" შეუძლიათ - სასამართლოს შემდეგ შეწყალების თხოვნაა. ოკუპანტებმა შეიძლება მოითხოვონ მარსთან, თუნდაც იუპიტერთან გაერთიანება. უკრაინული არმია გაათავისუფლებს ხერსონს, როგორი სიტყვების თამაშიც არ უნდა გამოიგონონ ოკუპანტებმა", - წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

ხერსონის ოლქის "სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის" უფროსის მოადგილემ [ასე უწოდებენ სამხედროების მიერ დანიშნულ ხელმძღვანელობას რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში], კირილ სტრემუსოვმა თქვა, რომ რეგიონი მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით, რომ რეგიონი გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი.

"ქალაქი ხერსონი არის რუსეთი. არანაირი ხერსონის სახალხო რესპუბლიკა ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე არ შეიქმნება, ისევე როგორც არ ჩატარდება რეფერენდუმი. ეს იქნება ერთი განკარგულება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ხერსონის ოლქის ხელმძღვანელობის მიმართვის საფუძველზე და იქნება მოთხოვნა, რომ რეგიონი რუსეთის ფედერაციის სრულფასოვან რეგიონში შევიდეს". - განაცხადა სტრემუსოვისმა.

​მსგავსი განცხადებები სტრემუსოვმა ადრე უკვე გააკეთა. 7 მაისს მან განაცხადა, რომ რეგიონი ცდილობს შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში:

"არავინ არავის არაფერს დააძალებს, მაგრამ პირველყოფილი რუსული მიწები უნდა დაუბრუნდეს კულტურისა და ღირებულებების ისტორიულ გეზს".


close დახურვა