საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს. მისი თქმით, ადამიანებმა რომლებიც ქართულ პოლიტიკაში იმსახურეს, ის კომფორტის ზონა უნდა დატოვონ, რასაც პოლიტიკური მოვლენების გვერდიდან ყურება ჰქვია. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ყოფილი პრეზიდენტის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას დადებითად აფასებენ და მზად არის იგი სამომავლო სამოქმედო გეგმებშიც ჩართოს.
"ძალიან პოზიტიურად ვაფასებ, თუ მარგველაშვილი დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში, რადგან მას შესწევს ძალა ითამაშოს კონკრეტული როლი დიდი კოალიციის ფორმირებაში. ვფიქრობ გველოდება ახლებური, კოალიციური გამარჯვება და ამის თანამონაწილე უნდა იყოს ყველა, ვისაც შესაბამისი რესურსი აქვს",-აცხადებს გიორგი ვაშაძე.
პარტია "ლელო საქართველოსთვის" დარწმუნებულია, რომ მარგველშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადება არის სერიოზული გზავნილი და მიანიშნებს მის შესაძლო დაბრუნდებაზე. ამ გადაწყვეტილებას კი პარტიის წევრები დადებითად აფასებენ.
"ესაა სერიოზული განაცხადი, რადგან მარგველაშვილი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური და მას ძალიან კარგად ესმის საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი",-აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი.