logo
ENG



პოლიტიკური რეისი - შაბათის ფორმულა

13 მაი 202320:22
3 წუთის საკითხავი
 

რუსი კრიმინალების მფარველი და პუტინის მოკავშირე ქართული ოცნება, ქვეყნის რუსეთისთვის გადაბარების გეგმას, ისევ დაუფარავად მიყვება და საერთაშორისო დამნაშავედ გამოცხადებული პუტინისგან მოწყალებას დიდი სიხარულით იღებს. ფრენების აკრძალვა და სავიზო რეჟიმი, რომელიც რაშიზმის ავტორმა, საქართველოს გავრილოვის ღამის შემდეგ დაუწესა - გაუქმებულია. 15 მაისიდან, პუტინის გადაწყვეტილებით და ბიძინა ივანიშვილის თანხმობით, სანქცირებული რუსული თვითმფრინავები, საქართველოში იფრენენ. ეს პროვოკაციული საჩუქარი, ვლადიმერ პუტინისგან, ყველაზე მეტად, რუსეთში კრემლის პროპაგანდისტებს, საქართველოში კი მის მთავარ მოკავშირე - ხელისუფლებას უხარია. საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილისთვის კი, კრემლის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნის ბელარუსიზაციის გაფორმებაა, რადგან ჩვენს ქვეყანაში კარგად ახსოვთ, რა ჩაიდინა პუტინმა 2008 წლის აგვისტოში, უფრო ადრე კი როგორ გამოყარა ჩვენი თანამოქალაქეები სატვირთო თვითმფრინავებით რუსეთიდან. ღირსების შემლახავი საჩუქარი, ქვეყნისთვის დიდ საფრთხესაც შეიცავს, რადგან პუტინის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა არაერთი გაფრთხილება, ევროკავშირის და შეერთებული შტატების მხრიდან, რომ სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობის განახლება, საქართველოს ძვირი დაუჯდება.


close დახურვა