logo
ENG



პოლიტიკური უთანხმოების ნიადაგზე შვილმა მამას სცემა

19 სექ 202421:01
3 წუთის საკითხავი
 

წყალტუბოს მუნიციპლიტეტის სოფელ ცხუნკურის გამგებელმა მერაბ სულაბერიძემ საკუთარ მამას სცემა. როგორც 82 წლის გივი სულაბერიძე ამბობს, სიტყვიერი დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა. შვილმა მამას ქვა ჩაარტყა. ხანში შესულმა კაცმა თავად გამოიძახა სასწრაფოც და პატრულიც. დაზარალებული ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება გაუწიეს. გივი სულაბერიძე ამბობს , რომ შვილთან პოლიტიკური უთანხმოებაც ჰქონდა. ჯერჯერობით, უცნობია, აღძრულია თუ არა გამგებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.


close დახურვა