შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფიროსმანის ქუჩაზე კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
როგორც ფორმულას უწყებაში განუცხადეს, აღნიშნული პირი 24 საათის განმავლობაში, ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცენტრალური რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1967 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, თ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, მატარებლების ლიანდაგებთან მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, 40 წლამდე კაცს ფეხის არეში, კერძოდ არტერიაში მიაყენეს ჭრილობა.