logo
ENG



პოლიციასა და მიგრანტებს შორის საბერძნეთი-თურქეთის საზღვარზე შეტაკება მოხდა

13 მარ 202009:15
3 წუთის საკითხავი
 

სამართალდამცველებსა და მიგრანტებს შორის საბერძნეთი-თურქეთის საზღვარზე მორიგი შეტაკება მოხდა. 

თვითმხილველთა განცხადებით, იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ ცდილობდნენ, თურქმა და ბერძენმა სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. მიგრანტების ტალღის შესაჩერებლად, საბერძნეთის საზღვრის დაცვის სამსახურმა ასევე წყლის ჭავლიც გამოიყენა.

ბოლო მონაცემებით, საბერძნეთის საზღვრებთან ათობით ათასი სირიელი დევნილი იმყოფება. კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოფიციალურმა ანკარამ მიგრანტების შეჩერებაზე უარი თქვა, მიზეზად კი სირიაში მიმდინარე საომარი ვითარება დაასახელა.

 


close დახურვა