პოლიციელები ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან - ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩანდა, რომ ისინი გზის სავალ ნაწილზე მყოფ მედიის წარმომადგენლებს დაედევნნენ, ფიზიკურად შეეხნენ მათ და რამდენიმე მათგანს ხელი ჰკრეს.
ამასთან, შეაფერხეს ფორმულას ჟურნალისტის რატი მუჯირისა და მისი ოპერატორის მუშაობის პროცესი და კამერას ხელი ააფარეს. ფორმულას ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს პირდაპირ ეთერში მოუწოდა, დაჰკავშირებოდნენ ადგილზე მყოფ მეთაურებს.
დღეს პოლიციამ პუბლიკას ჟურნალისტებს ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმას თავად პუბლიკა ავრცელებს.
პოლიცია მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცა. ისინი პუბლიკას თანამშრომლებს ხელით შეეხნენ და ძალის გამოყენებით დაატოვებინეს ტერიტორია. ჟურნალისტები აქციის მონაწილეების დაკავების პროცესს იღებდნენ.
აღსანიშნავია, რომ პოლიცია სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას სხვა ჟურნალისტებსაც მიაყენა, მათ შორის ფორმულას ჟურნალისტებსა და ოპერატორს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტსაც.