სისასტიკით გამორჩეული ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება შესაძლოა სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა თავი რამდენიმე დღის წინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დარბევის დროსაც გამოიჩინა. ხარებას გვარი ევროპარლამენტში გაისმა. ხარაზიშვილი არ არის ერთადერთი, მასთან ერთად დაასახელეს ვაჟა სირაძეც, რომელიც ხელისუფლებას საგანგებოდ ჰყავს მიჩენილი საპროტესტო აქციებზე. აქციების მონაწილეები იხსენებენ, პარტიების დავალებით როგორ იქცევიან დასახელებული პირები პროტესტის დროს.