logo
ENG



პოლოლიკაშვილის თქმით, რუსეთს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრობა უნდა შეუჩერდეს

27 თებ 202220:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/27/afpdtbok4u932x1.jpg

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანის ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, რუსეთს ორგანიზაციის წევრობა უნდა შეუჩერდეს.

მისი თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა იწვევს ადამიანთა ტანჯვას და ემუქრება მთელ მსოფლიოს, მსგავსი ქმედებები კი ეწინააღმდეგება გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიზნებს.

"როგორც გენერალური მდივანი, ჩემი მოვალეობაა, მოვუწოდო ყველა წევრ სახელმწიფოს, განიხილონ რუსეთის წევრობის შეჩერების საკითხი, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად", - წერს Twitter-ზე პოლოლიკაშვილი.


close დახურვა