logo
ENG



პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

09 ივლ 202313:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/09/22mw39y0naymax6.jpg

უკრაინული მედიის ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა უკრაინაში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

დუდა ზელენსკისთან ერთად უკრაინის ქალაქ ლუცკში წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარს ეწვია, სადაც ვოლინის ტრაგედიის დროს დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს. ამასთან, მედიის ინფორმაციით, პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი ქალაქ ლუცკში წინასწარ დაანონსებული არ იყო.

მანამდე, დუდა კიევში 28 ივნისს იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მასთან მოლაპარაკებები გამართა.

პოლონეთის პრეზიდენტი კიევში შარშან, აგვისტოშიც იმყოფებოდა. დუდამ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართა. მათი საუბარი ეხებოდა უკრაინაში არსებულ ვითარებას, სამხედრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივ თანამშრომლობას.


close დახურვა