logo
ENG



პოლონეთი შეშფოთებას გამოთქვამს გვარამიას დაკავების გამო

17 მაი 202214:12
3 წუთის საკითხავი
 
პოლონეთი შეშფოთებას გამოთქვამს გვარამიას დაკავების გამო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო.

"პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორისა და ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირის, ნიკა გვარამიას დაკავების გამო. გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


close დახურვა