პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი T-72 ტიპის ტანკი გადასცა. ტანკების ეს რაოდენობა ორი სატანკო ბრიგადის აღჭურვას უზრუნველყოფს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გარდა ტანკებისა, პოლონეთმა უკრაინაში რამდენიმე ათეული ქვეითი საბრძოლო მანქანაც გაგზავნა.
საერთო ჯამში, ვარშავამ კიევს 7 მილიარდი ზლოტის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა, მათ შორისაა თვითმავალი ჰაუბიცა 2SI1 "გვოზდიკა" და ცეცხლის რეაქტიული სისტემა "გრადი".
პოლონეთმა უკრაინას ასევე თვითმფრინავებისთვის ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტები MIG-29 და SU-27 გადასცა.