პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, პოლონეთმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Leopard-ის ტანკები გადასცა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დუდამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ამ საკითხთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა.
"ეს არის პირველი ტანკები, რომლებიც უკრაინაში იქნება კოალიციის სატანკო დახმარების ფარგლებში, რომელიც ჩვენ თავიდანვე დავიწყეთ." - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მორავიეცკის თქმით, უკრაინაში ჯერ-ჯერობით Leopard 2-ის 4 ტანკი გაიგზავნა.
მთლიანობაში, პოლონეთი უკრაინას 14 Leopard-ის ტანკის მიწოდებას დაჰპირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, Leopard 2-ის ტანკების მართვის დასაუფლებლად პოლონეთში 105 უკრაინელი ჯარისკაცი ჩავიდა.