პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, მარკინ პრჟიდაჩის ცნობით, პოლონეთმა უკრაინას MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავები გადასცა.
"ჩემი ინფორმაციით, ეს პროცესი უკვე დასრულებულია. პირველი პარტია [MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავების] გადაცემულია. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება შესაძლო შემდგომ მხარდაჭერაზე", - თქვა პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა.
პრჟიდაჩის თქმით, რუსული აგრესიის დასაძლევად, უკრაინას ახალი დახმარება სჭირდება. უკრაინის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩასვლას გეგმავს, სადაც სავარაუდოდ, განიხილება უკრაინის საჰაერო ძალებისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მეორე პარტიის გადაცემა.
პოლონეთი და სლოვაკეთი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავების ერთობლივ მიწოდებაზე შეთანხმდნენ. ორი ქვეყანა უკრაინას 23 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემს.