უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ადასტურებს, რომ პოლონური PT-91 ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია. ინფორმაციას ის Telegram-ზე ავრცელებს.
"PT-91 Twardy-ის ტიპის ტანკები პოლონეთიდან - უკვე უკრაინაშია. მადლობა ჩვენს მეგობრებს", - წერს ერმაკი.
ერმაკს არ დაუზუსტებია, რა რაოდენობის ტანკი მიიღო უკრაინამ მეზობელი ქვეყნისგან.
PT-91 Twardy პოლონეთის არმიის მთავარი საბრძოლო ტანკია. ის 90-იან წლებში შეიქმნა და არის საბჭოთა წარმოების ტანკის, T-72-ის მოდიფიკაცია.