logo
ENG



პოლონეთში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

29 იან 202414:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/29/qdw6xolgcqtfguf.jpg

პოლონური მედიის ცნობით, ვროცლავის ცენტრში ორმა უცხოელმა ახალგაზრდამ 21 წლის კაცი სასიკვდილოდ სცემა. მედია წერს, რომ სასიკვდილო ცემაში ეჭვმიტანილი უცხოელები საქართველოს მოქალაქეები არიან.

პოლონური მედიის ცნობით, ისინი დააკავეს. მედია წერს, რომ შემთხვევა 27 იანვარს, დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა და მას წინ დაპირისპირება უძღოდა.

"დეტალები, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგიკული შემთხვევა და რა ვითარებაში, პოლიციის ინტენსიური მუშაობის საგანია. პოლიციამ მოახდინა ორი უცხო ქვეყნის მოქალაქის სწრაფი იდენტიფიცირება და დაკავება, რომლებიც მონაწილეობდნენ დაპირისპირებაში სახიფათო იარაღის გამოყენებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა კაცი", - აცხადებს ვროცლავის მუნიციპალური პოლიციის შტაბის უფროსი.


close დახურვა