logo
ENG



პოლონეთში ფიზიკური დაპირისპირების დროს საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

12 ოქტ 202016:14
3 წუთის საკითხავი
 
x3c5ql74sunexuo.png

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. 

სააგენტოს ინფორმაციით, ფუზიკური დაპირისპირება ქალაქ ოსიაში, ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა, რა დროსაც 43 წლის კაცი დაიღუპა. 

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი უკვე დააკავა, თუმცა უცნობია არის თუ არა დაკავებული საქართველოს მოქალაქე. 

როგორც ფორმულას საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლონეთში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ.

უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. პოლონეთში საქართველოს საკონსულო კავშირზეა ადგილობრივ სამართალდამცავებთან და გარდაცვლილის ოჯახთან. 


close დახურვა