პარიზის აუქციონზე პოლ გოგენის ნახატი 9 მილიონ 500 ათას ევროდ გაიყიდა. ის კერძო კოლექციონერმა შეიძინა.
პოსტიმპრესიონისტი მხატვრის ტილო 1897 წლით თარიღდება, როდესაც გოგენი წყნარი ოკეანის კუნძულ ტაიტიზე ცხოვრობდა. ნახატზე ასახულია ჩიტები და ყვავილები, ფერებად კი ლურჯი და მწვანეა გამოყენებული.
აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ ნახატი 5-დან 7 მილიონი ევროს ფარგლებში გაიყიდებოდა.