მაიკ პომპეოს ეპოპეა ქართულ პოლიტიკაში - წერილებს, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ვაშინგტონიდან იღებს, ახლა სახელმწიფო დეპარტამენტის ზარიც დაემატა. ბიძინა ივანიშვილს „რუს ოლიგარქს" უკვე არამარტო პოლიტიკური ოპონენტები, არამედ სტრატეგიული პარტნიორიც უწოდებს.
როგორ მკაცრდებოდა ამერიკელების ტერმინები და მძაფრდებოდა ტონი, რატომ იქცევა ასე არაადეკვატურად და ოპოზიციისთვის საოცნებოდ ოფიციალური თბილისი ვაშინგტონთან მიმართებით, რას ფიქრობენ ბიძინა ივანიშვილზე ოკეანის მიღმა და რა შანსი აქვს ივანიშვილს, რუსი ოლიგარქების გზას გაუყვეს და მისი აქტივები სანქციის ქვეშ აღმოჩნდეს? ამ ყველაფრის შესახებ „დროების“ სიუჟეტიდან გაიგებთ.