ოცნების თავდასხმის სამიზნეა სალომე ზურაბიშვილიც. პრეზიდენტი თავის მხრივ, რუსულ კანონს უპირისპირდება და ხელისუფლებას ევროპული გზის საბოტაჟში ამხელს. მწვავე განცხადებიდან მალევე ზურაბიშვილმა პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო სექტორი ორბელიანების სასახლეში ერთიან სტრატეგიაზე სამსჯელოდ შეკრიბა. დღესვე გაირკვა, რომ კობახიძემ ზურაბიშვილს ევროპულ ვიზიტზე უთხრა უარი - "წავიდეს სახლში" - ასეთია მმართველი გუნდის მიმართვა.
პრეზიდენტისთვის დაბლოკილი მორიგი ვიზიტი
04 აპრ 202420:15
3 წუთის საკითხავი