პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ახალ წლამდე დაგეგმილი ყველა ოფიციალური ღონისძიება გააუქმა.
უწყება ამის მიზეზად "ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილ ლოგისტიკურ სირთულეებს ასახელებს".
"ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას.
აღნიშნული ღონისძიებების გამართვის დრო საზოგადოებას დამატებით ეცნობება"- ნათქვამია განცხადებაში.